"ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე" - ეროვნული ნაკრების მენეჯერის აღიარება » სპორტის ხაზი

"ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე" - ეროვნული ნაკრების მენეჯერის აღიარება

"ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე" - ეროვნული ნაკრების მენეჯერის აღიარება
22-11-2023, 17:46
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ნაკრების მენეჯერმა, გიორგი კაციტაძემ კვარაცხელიას ყვითელი ბარათების გაუფთხილებლობის გამო საჯარო ბოდიში მოიხადა.

"ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, ჩემი შეცდომისთვის.

2011 წლიდან ნაკრებში ვმუშაობ და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი შეცდომა, თავს საშინლად ვგრძნობ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ბარათები არ გადადიოდა, ამიტომ დავუშვი შეცდომა, ბოდიშს ვუხდი ნაკრების ფეხბურთელებს წევრებს და გულშემატკივრებს.

ვეცდები შეცდომის გამოსწორებას" - ვკითხულობთ გიორგი კაციტაძის ინტერვიუდან Geo Team-ის ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს თბილისში 21 მარტს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი