"ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი" - კალაძე ხვიჩას დანაკლისს გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

"ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი" - კალაძე ხვიჩას დანაკლისს გამოეხმაურა

"ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი" - კალაძე ხვიჩას დანაკლისს გამოეხმაურა
22-11-2023, 15:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და მილანის ყოფილი ფეხბურთელი, კახი კალაძე პლეი-ოფის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისს გამოეხმაურა და განაცხადა.

"ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ფეხბურთი ამიტომაა ასეთი საინტერესო, რომ ასეთი რაღაცეები ხდება. კვარაცხელია , რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს თერთმეტი მინდორზე და მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

მინდა გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ და შედეგიც იქნება, იმიტომ, რომ მართლაც ვიმსახურებთ, კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდია და ბევრი ახალგაზრდა გვყავს. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება
".


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი