საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერ ხვიჩა კვარაცხელია მარტის პლეი-ოფის შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
მომხდარმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და სოციალურ ქსელში ამ ამბავზე პარლამენტარი რომან გოცირიძეც საუბრობს.
"ყველაფერი ფედერაციისა და მწვრთნელის ბრალია, კვარაცხელიას უნდა სცოდნოდა საფრთხის შემსახებ, გადავრჩით რომ სხვებიც არ შეეწირნენ ამ დაუდევრობას.
ლუქსემბურგი მარტივად დასამარცხებელი არ იქნება, მათ ბოლო ტურამდე შეინარჩუნეს საკვალიფიკაციო გზით ტურნირზე მოხვედრის შანსი და ასეთ მეტოქესთან ფეხბურთელების გამოკლება მიუღებელია - აცხადებს რომან გოცირიძე საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურს 21 მარტს თბილისში უმასპინძლებს.