ილია თოფურია : "ნაპოლეონის წინააღმდეგ? რა თქმა უნდა გავიმარჯვებდი" » სპორტის ხაზი

ილია თოფურია : "ნაპოლეონის წინააღმდეგ? რა თქმა უნდა გავიმარჯვებდი"

ილია თოფურია : "ნაპოლეონის წინააღმდეგ? რა თქმა უნდა გავიმარჯვებდი"
22-11-2023, 13:21
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ესპანეთის დედაქალაში ფილმი "ნაპოლეონის" პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლებს ხუაკინ ფენიქსი და ვანესა კირბსი თამაშობენ.

პრემიერას UFC-ს ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაც დაესწრო, რომელმაც Marca tv-სთან პატარა ინტერვიუ ჩაწერა.

"შევძლებდი თუ არა ნაპოლეონის დამარცხებას? მომწონს ასეთი კითხვა. არ ვიცი რამდენ ხანს გამიძლებდა, მაგრამ რა თქმა უნდა გავიმარჯვებდი (იცინის).

ვოკლანოვსკისთან დაპირისპირება? ახლაც ისე ვარ, როგორც ადრე. ჩემი თავის მჯერა და იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი გავხდები. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და გავიმარჯვებ.
"


შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება 2024 წლის 17 თებერვალს არის ჩანიშნული. ამ დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში კი ელ მატადორი UFC-ს ჩემპიონი გახდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი