"მან ტრავმა სხვა ეპიზოდში მიიღო" - ლოჩოშვილი გავის უმძიმეს ტრავმას ეხმაურება » სპორტის ხაზი

"მან ტრავმა სხვა ეპიზოდში მიიღო" - ლოჩოშვილი გავის უმძიმეს ტრავმას ეხმაურება

"მან ტრავმა სხვა ეპიზოდში მიიღო" - ლოჩოშვილი გავის უმძიმეს ტრავმას ეხმაურება
20-11-2023, 23:43
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა გავიმ საქართველოსთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო. კატალონიუიური კლუბის ნახევარმცველმა, სავარაუდოდ, ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ , დიდი ალბათობით, იგი ევროპის ჩემპიონატსაც კი გამოტოვებს.

გავრცელდა აზრი, რომ ახალგაზრდა ესპანელმა ტრავმა ლუკა ლოჩოშვილთან შეჯახებისას მიიღო, მაგრამ დადასტურდა, რომ ასე არ არის.

ესპანელთა თავკაცმა, ლუის დე ლა ფუენტემ, განაცხადა, რომ გავის ტრავმა ფეხში ჩარტყმის შედეგად არ მიუღია.

"ბარსელონას" ფეხბურთელის უმძიმეს ტრავმას სოციალურ ქსელის საშუალებით, ეროვნული ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილიც გამოეხმაურა: "უამრავ შეტყობინებას ვიღებ გავის ტრავმასთან დაკავშირებით. ვწუხვარ, როდესაც მსგავსი რამ ხდება, ეს მით უმეტეს უფრო მძიმეა, როცა ეს შენთან ორთაბრძოლისას ხდება, მაგრამ მან ტრავმა სხვა ეპიზოდში მიიღო და არა ჩემთან პაექრობისას . მას ძალიან მალე გამოჯანმრთელებასა და მოედანზე დაბრუნებას ვუსურვებ" - განაცხადა "კრემონეზეს" ქართველმა მცველმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი