19-წლამდელებმა მეორე მატჩი მოიგეს და ელიტ რაუნდს მიუახლოვდნენ » სპორტის ხაზი

19-წლამდელებმა მეორე მატჩი მოიგეს და ელიტ რაუნდს მიუახლოვდნენ

19-წლამდელებმა მეორე მატჩი მოიგეს და ელიტ რაუნდს მიუახლოვდნენ
20-11-2023, 23:14
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევორპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე ტურის მატჩში მოლდოვის ასაკობრივ გუნდს მოუგო და ჯგუფში 6 ქულა დააგროვა.

19-წლამდელთა რიგებში დუბლის გაფორმება ქართველმა ფორვარდმა, ლუკა შეროზიამ შეძლო. მან ანგარიში მე-8 წუთზე თერთმეტმეტრიანის წყალობით მოახერხა, შემდეგ კი 65-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა.

ამ მოგებით, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდს მიუახლოვდა. ელიტ რაუნდში გასული გუნდების ზუსტი ვინაობა დღეს, ესპანეთისა და კვიპროსის გუნდებს შორის დასრულებული მატჩის შემდეგ გაირკვევა.

“ვიცოდით, რომ წინა თამაშთან შედარებით უფრო რთული თამაში გამოგვივიდოდა, ვფიქრობ, რომ მოლდოვა ძალიან შეთამაშებული და კარგი გუნდია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ თავიდან ბოლომდე შესწავლილი გვყავდა.“ - 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვასილ მაისურაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი