ენდრიკი: "ჩემი ოცნება ამ კლუბში თამაში იყო" » სპორტის ხაზი

ენდრიკი: "ჩემი ოცნება ამ კლუბში თამაში იყო"

ენდრიკი: "ჩემი ოცნება ამ კლუბში თამაში იყო"
20-11-2023, 19:06
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" მომავალი ვარსკვლავი ენდრიკი აცხადებს, რომ ბავშვობიდან მისი ოცნება სამეფო კლუბში მოხვედრა იყო.

გავლენიანი და ყველასათვის ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ბრაზილიელი ბიჭუნას შესახებ წერს:

"ჩემი ოცნება ბავშვობიდან იყო მადრიდის "რეალში" თამაში. კრიშტიანუ რონალდუ ჩემი კუმირია. მესი ფენომენალური ბიჭია! მაგრამ მე უფრო კრიშტიანუს ფანი ვარ..."
"დიდი სიამაყეა იმის ცოდნა, რომ იმავე კლუბის მაისურს ჩავიცმევ, რომელიც კრიშტიანუს ეცვა."
- ციტირებს ჟურნალისტი ფეხბურთელის სიტყვებს.

ენდრიკი: "ჩემი ოცნება ამ კლუბში თამაში იყო"


შეგახსენებთ, 17 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო და მას ფერნანდო დინიზმა 9 წუთი მისცა, ბრაზილიელები კი გასვლაზე 2-1 დამარცხდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი