საშინელებაა - რა დროს გამოტოვებს გავი, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო? » სპორტის ხაზი

საშინელებაა - რა დროს გამოტოვებს გავი, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო?

საშინელებაა - რა დროს გამოტოვებს გავი, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო?
20-11-2023, 14:59
Aa Aa
გაზიარება:

გასულ საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, სადაც "ბარსელონასა" და ესპანელთა ნახევარმცველმა, გავიმ, უმძიმესი ტრავმა მიიღო და ჩატარებული პირველადი სამედიცინო დასკვნით, მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი. ტრავმის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ესპანელ ფეხბურთელს 6-დან 8 თვემდე მოუწევს დასვენება. ფეხბურთელი "ბარსელონაში" ეროვნული ნაკრების დირექტორის ალბერ ლუკეს თანხლებით გაემგზავრება და შესაბამის შემოწმებას გაივლის, რათა მისი ტრავმის ხარისხი დადგინდეს.

გავი, რომლისთვისაც აღნიშნული მატჩი 27-ე სანაკრებო გახლდათ ეროვნულ ნაკრებში, მაღალ ბურთზე ახტომის შემდეგ, თამაშის 23-ე წუთზე დაშავდა. ეროვნული ნაკრების ექიმი, ოსკარ ლუის სელადა ტაიმებს შორის შესვენებაზე საკმაოდ არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა, როდესაც კითხვა ტრავმის სირთულის შესახებ დაუსვეს.

ლუის დე ლა ფუენტესთან გასაუბრების შემდეგ გავი პირდაპირ გასახდელში წავიდა და ხოსელუს ჩაეხუტა.

სოლიდარობის ნიშნად, მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა მოედანზე გავის მაისური შემოიტანეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი