"საქართველომ კარგად ითამაშა, ზეიმი ისეთი ვერ იქნება" - ესპანელები განვლილ მატჩს აფასებენ » სპორტის ხაზი

"საქართველომ კარგად ითამაშა, ზეიმი ისეთი ვერ იქნება" - ესპანელები განვლილ მატჩს აფასებენ

"საქართველომ კარგად ითამაშა, ზეიმი ისეთი ვერ იქნება" - ესპანელები განვლილ მატჩს აფასებენ
20-11-2023, 14:41
Aa Aa
გაზიარება:

გასულ საღამოს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ვალიადოლიდში, ესპანეთს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესპანელმა ფეხბურთელებმა შეხვედრა შეაფასეს და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრეს:

"პირველ რიგში გეტყვით, რომ გავის ტრავმის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება. ის მეომარია და გვჯერა, რომ ამ მდგომარეობას გადალახავს. ვცდილობ, რომ გუნდელები რაც შეიძლება მეტი პასით მოვამარაგო. დღეს ლე ნორმანი იყო, იმის წინ მორატა. ჯანსაღი გუნდი გვყავს და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია."

- ფერან ტორესი

"ყველა გავის გვერდით ვართ. მწარე გრძნობაა, რადგან ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. ასაკის მიუხედავად, ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა და ჩვენი თამაშის სტილის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. დღეს საღამოსვე, ან ხვალ დილით ტესტებს ჩაუტარებენ, ჩვენ კი ვილოცებთ, რომ რაიმე სერიოზული არ იყოს.
ჯგუფი მარცხით დავიწყეთ, მაგრამ პირველ ადგილზე გავედით. ჩვენ ძლიერ გუნდს ვქმნით, თავისი სათამაშო ფილოსოფიით. ეს შედეგებზეც მეტყველებს და გუნდი ზრდას არ წყვეტს. ვაპირებთ, სასურველი მიზნების მისაღწევად მუშაობა გავაგრძელოთ.
მიზანი ჩემპიონობა იქნება. გასულ ევროპირველობაზე ფინალში გასვლასთან ახლოს ვიყავით, ახლა კი ვეცდებით, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ."

- ხოსე გაია

"გასაგებია, რომ ზეიმი ისეთი ვერ იქნება, როგორიც გვინდოდა, რადგან გავის ტრავმა ყველასთვის მძიმე დარტყმაა. გვჯერა, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდება.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა შევძელი. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო თამაში მას შემდეგ, რაც ეროვნულ ნაკრებში ვარ.
საქართველომ კარგად ითამაშა, გოლის შემდეგ უკან დაიხია, თავს კარგად იცავდა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მაგრამ ჩვენი გეგმით თამაში გავაგრძელეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა." 

- ლე ნორმანი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი