EURO 2024 I დანია ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება - ყაზახეთი საკუთარ თავზეა დამოკიდებული » სპორტის ხაზი

EURO 2024 I დანია ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება - ყაზახეთი საკუთარ თავზეა დამოკიდებული

EURO 2024 I დანია ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება - ყაზახეთი საკუთარ თავზეა დამოკიდებული
18-11-2023, 12:59
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატზე უკვე 13 გუნდი გავიდა, უკანასკნელი გუნდი, რომელმაც ეს მოახერხა დანიის ნაკრებია და ათვლა გრძელდება.

დანიელები H ჯგუფში გამოდიოდნენ, სადაც წუხელ სლოვენიის დამარცხებით(2-1) ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.

ჯგუფში დაძაბული ბრძოლა მეორე ადგილისთვის გრძელდება, ამ მომენტისათვის პლეიოფის საგზურის ზონაში სლოვენიის ნაკრებია, რომელსაც ჩემპიონატზე მოსახვედრად, შინ ყაზახეთთან ფრეც ეყოფა.

რაც შეეხება ყაზახების მდგომარეობას, ისინი მესამე ადგილზე არიან და სლოვენიასთან გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე გავლენ.

თუ ეს ასე მოხდა მაშინ საქართველოს კიდევ ერთი პოტენციური მეტოქე ჩამოშორდება ერთა ლიგის პლეიოფიდან.

ანალოგიური მდგომარეობაა E ჯგუფში, წუხელ პირველი ადგილი ალბანეთის ნაკრებმა გაინაღდა და ბრძოლა ორ გუნდს შორის გაჩაღდა.

მოლდოვა სტუმრად პრაღაში, ჩეხეთს დაუპირისპირდება და მხოლოდ მოგების შემთხვევაში გავა ჯგუფიდან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასეთი თანაბარი დონის გუნდებთან მოლდოვას ჯგუფში მხოლოდ ერთი წაგება აქვს და 1 ნაბიჯი აშორებს ევროპის ჩემპიონატამდე.

რაც შეეხება C ჯგუფს, აქ ინგლისმა მალტას მოუგო და ჯგუფიდან გავიდა, ხოლო იტალიამ მაკედონია დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ 5:2 დაამარცხა და უკრაინას ქულებით გაუთანაბრდა.

უკრაინა და იტალიაც ფინალის ტოლფას მატჩს გამართავენ, ლევერკუზენში ნომნიალური მასპინძლის როლში უკრაინა იტალიას დაუპირისპირდება და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოახერხებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას, იტალიას კი ფრეც ეყოფა, რადგან ურთიერთ შეხვედრებში, იტალიამ, სახლში თავისი შეხვედრა მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.