ჯუდ ბელინგემი 2023 წლის „ოქროს ბიჭუნას“ გამარჯვებული გახდა » სპორტის ხაზი

ჯუდ ბელინგემი 2023 წლის „ოქროს ბიჭუნას“ გამარჯვებული გახდა

ჯუდ ბელინგემი 2023 წლის „ოქროს ბიჭუნას“ გამარჯვებული გახდა
17-11-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა 2023 წლის „ოქროს ბიჭუნად“ მადრიდის რეალისა და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი დაასახელა.

გამოცემა ყოველწლიურად ავლენს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც ტოპლიგაში თამაშობს და ასაკით არ აღემატება 21 წელს.

პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2003 წლიდან გაიცემა. მისი პირველი მფლობელი ნიდერლანდელი რაფაელ ვან დერ ვაარტია, ხოლო 2022 წელს "ოქროს ბიჭუნა“ ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი გავი გახდა. ეს უკანასკნელი ასაკობრივ კრიტერიუმს წელსაც აკმაყოფილებს, თუმცა ფინალისტებს შორის მოქმედი გამარჯვებულის სტატუსის გამო ვერ მოხვდა.

20 წლის ჯუდ ბელინგემი 2023 წლის ზაფხულში მადრიდის რეალში 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ დორტმუნდის ბორუსიიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა სამეფო კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.