გერმანულ პრესაში აქტიურად იწერება, იმის შესახებ, რომ კილიან მბაპე მომავალ წელს შესაძლოა "ბაიერნს" შეუერთდეს.
ფრანგ სუპერვარსკვლავს "პსჟსთან" კონტრაქტი 1 წელში ეწურება და თუ კონტრაქტი პარიზულ კლუბთან ვერ შეათანხმა, ტომას ტუხელი მის გადაბირებას შეეცდება.
მედიამ უკვე დაუსვა ტუხელს ამის შესახებ კითხვები, რაზეც გერმანელმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ მბაპეს თუ "ბაიერნში" ენდომება გადმოსვლა ამაზე მოხარული იქნება.
Sport 24-ის ინფორმაციით, მთავარი დამაბრკოლებელი ამ ტრანსფერში მბაპეს ხელფასი იქნება, მას საფრანგეთში კოლოსალური ანაზღაურება აქვს, რომლის დაკლებაც რეკორდმაისტერში მოუწევს.
ამ ეტაპზე ტრანსფერი არარეალურად მოსჩნს, მაგრამ 1 წელში როგორ შეიცვლება ვითარება არავინ იცის და შესაძლოა კილიანი ყოფილ მწვრთნელთან დაბრუნდეს, რომელთანაც საფრანგეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გახდა.