"ბოლომდე ვიხარჯები" - მიქაუტაძის მატჩისწინა სიტყვა » სპორტის ხაზი

"ბოლომდე ვიხარჯები" - მიქაუტაძის მატჩისწინა სიტყვა

"ბოლომდე ვიხარჯები" - მიქაუტაძის მატჩისწინა სიტყვა
15-11-2023, 19:16
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 16 ნოემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენცია ვილი სანიოლს თან ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძეც ახლდა, სადაც ქართველმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა:

"სრულ მზადყოფნაში ვარ, 100%-ით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო. წინ პლეი ოფის მატჩები გველოდება, ამისთვის ვემზადებით და ძალებს არ დავიშურებ, რომ ამ შეხვედრებში ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს".

"ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და როცა თამაშის შანსი მაქვს, მოედანზეც იმავეს ვაკეთებ. დამატებით სავარჯიშო სესიებსაც ვატარებ. მეცში წარმატებულად ვთამაშობდი და დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, მჯერა, აიაქსშიც იგივე გამომივა."

"მწვრთნელთან საუბარი მქონდა და მითხრა, რომ მევარჯიშა და შანსს მივიღებდი. ბევრს ვშრომობ, ინგლისურს ვსწავლობ, რომ ყველაფერი გამიიოლდეს." - განაცხადა "აიაქსის" 23 წლის ფორვარდმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი