"მის გარდა, ყველა მოთამაშე ჯანმრთელია" - სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"მის გარდა, ყველა მოთამაშე ჯანმრთელია" - სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"მის გარდა, ყველა მოთამაშე ჯანმრთელია" - სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია
15-11-2023, 18:11
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლოსწინა შეხვედრას გამართავს, რომელშიც შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი პირველ მატჩში სტუმრად 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა თავკაცმა ვილი სანიოლმა შოტლანდიასთან შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა.

"თამაშის წინ მოლოდინების შექმნა, შესაძლოა, იმედგაცრუებით დამთავრდეს. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. შოტლანდია ევროზე უკვე გავიდა, ძალიან მაგრად ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპი. ჩვენი მიზანი, პლეი-ოფისთვის მომზადებაა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი შეხვედრა არის. დანარჩენი კი, მოედანზე გამოჩნდება."

"კარგი ატმოსფეროა, ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ. სექტემბრის მატჩების მერე ოქტომბერში განწყობა გამოვიკეთეთ. ზუკას რაც შეეხება, მას ვესაუბრე, ჰქონდა არჩევანი წასულიყო ოჯახთან ან დარჩენილიყო. პასუხებიდან გავიგე, რომ ნაკრები მისთვის უმნიშვნელოვანესია და აქ დარჩენა გადაწყვიტა."

"მამამისმა შეგვატყობინა, რომ აქილევსის ქუსლი აწუხებდა, სხვა ყველა მოთამაშე ჯანმრთელია."

"შემტევს ბალანსის დაცვას ვთხოვ. ჩაკვე ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მისი პროგრესი ძალიან მახარებს, იმედია, სწორად მუშაობას გააგრძელებს. მოედანზე რამდენიმე შემტევის ყოფნით ბალანსი არ უნდა დაირღვეს, მთავარი ესაა."

"ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს, ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მათგან. ახალი მოთამაშეები საკმარისად გამოვცადეთ."
- განაცხადა ვილიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი