"კარგ გუნდს ვეთამაშებით" - შოტლანდიელთა მატჩისწინა პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"კარგ გუნდს ვეთამაშებით" - შოტლანდიელთა მატჩისწინა პრესკონფერენცია

"კარგ გუნდს ვეთამაშებით" - შოტლანდიელთა მატჩისწინა პრესკონფერენცია
15-11-2023, 17:51
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ მატჩს ითამაშებს - ეროვნული გუნდი "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება (21:00), რომელსაც ევრო 2024-ზე თამაში უკვე განაღდებული აქვს.

მატჩის წინა დღეს, შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა ისაუბრა:

"ხვალ ჩვენს ნაკრებს ბევრი ფეხბურთელი დააკლდება და მსგავსი შემთხვევა ყოველთვის ახალ მოთამაშეებს აძლევს შანსს. ამიტომ, შესაძლებლობას სხვა ფეხბურთელები მიიღებენ და ვნახოთ, ვინ გამოიჩენს თავს და ეცდება, რომ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში საკუთარი ადგილი მოიპოვოს."

"წარსული წარსულში რჩება და ყველა თამაშს ინდივიდუალურად ვუყურებთ. ჩვენ კარგ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ესპანეთთან მატჩის გარდა, კარგად გამოიყურებოდა. ხვალ სავსე სტადიონის წინაშე მოგვიწევს თამაში და ჩვენი გამოწვევა ეს იქნება და არა წარსულში წაგებული მატჩები."
- აცხადებს შოტლანდიელი სპეციალისტი.

"ბოლო ორი მატჩის მოგება გვინდა, რადგან წილისყრისას უკეთესი პოზიციები გვექნება. ამიტომ, ორივე დარჩენილი მატჩი მნიშვნელოვანია. საქართველოსთან გასვლაზე ყველა მატჩი წაგებული გვაქვს და ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რათა მოედანზე გავიდეთ, სამი ქულა ავიღოთ და სტატისტიკა გავაუმჯობესოთ."

"ჩვენი ნაკრების წარმატება სწორედ მწვრთნელს უკავშორდება. მან შემოიტანა გუნდში ის სტრატეგია, ერთიანობა და განწყობა, რისი საშუალებითაც გამარჯვებისთვის ბოლო წამებამდე ვიბრძვით."
- ამბობს შოტლანდიელა მოთამაშე სტიუარტ არმსტრონგი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი