"საქართველოსთან მოგებით ჯგუფში პოზიციებს კიდევ უფრო გავიმყარებთ" - შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"საქართველოსთან მოგებით ჯგუფში პოზიციებს კიდევ უფრო გავიმყარებთ" - შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი

"საქართველოსთან მოგებით ჯგუფში პოზიციებს კიდევ უფრო გავიმყარებთ" - შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი
18-06-2023, 13:29
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში გუშინ ორი შეხვედრა გაიმართა, სადაც შოტლანდიამ ნორვეგია, საქართველომ კი კვიპროსი დაამარცხა.

სკანდინავიელებთან ურთულეს თამაშში მოპოვებული 3 ქულის შემდეგ მედიასთან ისაუბრა ბრიტანელების დამრიგებელმა, სტივ კლარკმა, გთავაზობთ მის კომენტარს:

"ჩვენი ნორვეგიასთან თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან გამარჯვება შევძელით. ცხადია, რთული მატჩი იყო, რადგან მეტოქე უპირატესობას ფლობდა, თუმცა რწმენა შევინარჩუნეთ და სახლში 3 ქულით ვბრუნდებით."

"თუ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გვსურს, მაშინ სწორედ რთული მეტოქეები უნდა დავამარცხოთ. ამ ეტაპზე საქმის ნახევარი გაკეთებულია, დარჩენილ შეხვედრებში კი მოგებაზე ვიფიქრებთ."

"საქართველოსთან მოგებით ჯგუფში პოზიციების გამყარება კიდევ უფრო შეგვიძლია. მათთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი პოზიტიური განწყობით უნდა დავასრულოთ."
- თქვა კლარკმა

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიასთან გლაზგოში 20 ივნისს ითამაშებს.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი