ნოვაკ ჯოკოვიჩის დაუმარცხებელია სერია შეწყდა - იანიკ სინერმა სერბი დაამარცხა » სპორტის ხაზი

ნოვაკ ჯოკოვიჩის დაუმარცხებელია სერია შეწყდა - იანიკ სინერმა სერბი დაამარცხა

ნოვაკ ჯოკოვიჩის დაუმარცხებელია სერია შეწყდა - იანიკ სინერმა სერბი დაამარცხა
15-11-2023, 16:21
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ქალაქ ტურინში შემაჯამებელმა ტურნირმა აიღო სტარტი, ჩემპიონატი კარლოს ალკარასის სენსაციური მარცხით დაიწყო და ბოლო სათამაშო დღეს ნოვაკ ჯოკოვიჩის მარცხიც ვიხილეთ.

სერბი გიგანტი 19 მატჩიან წაუგებელ სერიას ითვლიდა თუმცა იანიკ სინერს სხვა გეგმები ჰქონდა და ნოლე სამ სეტიან თრილერში 7-5, 6-7 (5), 7-6 (2) დაამარცხა, შეხვედრამ სამ საათს გადააჭარბა და 22 წლის იტალიელმა საკუთარი ჯგუფი თავდაყირა დააყენა.

ამ მოცემულობით ნოვაკ ჯოკოვიჩს აუცილებლად მოსაგები აქვს მესამე შეხვედრა რათა ტურნირის დასკვნით ეტაპზე განაგრძოს ასპარეზობა, თავის მხრივ დანარჩენ სამ ჩოგბურთელსაც ანალოგიური სიტუაცია აქვთ და ეს მიმდინარე ტურნირს კიდევ უფრო საინტერესოს და დაძაბულს ხდის.

ჯოკოვიჩი მთელი შეხვედრის განმავლობაში გულშემატკივრის ზეწოლის ქვეშ იყო, ადგილობრივი იტალიელი ქომაგები თავისი ქვეყნის წარმომადგენელს მხარს ნოვაკის სტვენით უჭერდნენ და შეხვედრას მეტ დაძაბულობას აძლევდნენ.

სერბი ჩოგბურთელი წელს სარეკორდო მეშვიდე ტიტულის მოპოვებას ცდილობს რითაც ლეგენდარულ როჯერ ფედერერს გადაასწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი