გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი შეხვედრა NBA-ში » სპორტის ხაზი

გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი შეხვედრა NBA-ში

გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი შეხვედრა NBA-ში
15-11-2023, 16:07
Aa Aa
გაზიარება:

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, აღმოსავლეთ კომფერენციაში ორლანდო მეჯიქი ბრუკლინ ნეთს ესტუმრა და მეოთხე მეოთხედამდე შეღავათიანი ბრძოლა გაუმართა, შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, 104:124 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო თამაში და სოლიდური 24 წუთი მიიღო, ამ დროში გოგამ 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

აღსანიშნავია რომ ბითაძემ საშუალო ტყორცნა მთელი შეხვედრის განმავლობაში არ ააცილა 6/6 მცდელობა ზუსტად გამოიყენა და საერთო ჯამში 100% მაჩვენებელი ერთმა აცილებულმა სამ ქულიანმა გაუფუჭა, თუმცა ცენტრის კვალობაზე ასეთი პროცენტით შეტევაც კარგი შედეგია.

გოგა თავის გუნდში მესამე ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო, მას მხოლოდ ფრანც ვაგნერმა(21) და პაოლო ბანჩერომ(19) აჯობა.

ორლანდო მეჯიქი შემდეგ შეხვედრას ისევ აღმოსავლეთში, ჩიკაგო ბულსთან გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი