რომელ კლუბებს აქვთ პრემიერლიგის მოგების ყველაზე მეტი შანსი? » სპორტის ხაზი

რომელ კლუბებს აქვთ პრემიერლიგის მოგების ყველაზე მეტი შანსი?

რომელ კლუბებს აქვთ პრემიერლიგის მოგების ყველაზე მეტი შანსი?
14-11-2023, 21:44
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის პრემიერლიგის 2023-24 წლების სეზონში, 12 ტური უკვე მიილია. გათამაშებას 28 ქულით მოქმედი ჩემპიონი - მანჩესტერ სიტი ლიდერობს, ხოლო მას მხოლოდ ერთი ქულით ლივერპული და ლონდონის არსენალი ჩამორჩებიან. ოთხეულს კი ტოტენჰემ ჰოთსპური 26 ქულით ხურავს. "დეზებთან" საკმაოდ ახლოს, ერთ ქულაშია ასტონ ვილაც.

Opta-მ ტოპ ხუთი კლუბი დაასახელა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში პროცენტულად ჩემპიონობის სხვებზე მეტი შანსი აქვთ. გასაკვირი არაა, რომ პირველ ადგილს "ქალაქელები" იკავებენ. ალბათობა იმისა, რომ ისინი სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებენ, Opta-ს ვერსიით 87.1 პროცენტია. ხოსეპ გუარდიოლას გუნდს, ამ მხრივ კონკურენტებთან ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. ხუთეულში მეორე ადგილს ლივერპული 7.2 პროცენტით იკავებს, მას კი "მეთოფეები" 5.3 პროცენტით მოჰყვებიან. მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი ტოტენჰემი და ასტონ ვილა 0.2 და 0.1 პროცენტით იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი