"რთულია მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია" - გურამ კაშია მოახლოვებულ სანაკრებო მატჩებზე » სპორტის ხაზი

"რთულია მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია" - გურამ კაშია მოახლოვებულ სანაკრებო მატჩებზე

"რთულია მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია" - გურამ კაშია მოახლოვებულ სანაკრებო მატჩებზე
14-11-2023, 21:07
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ნაკრების შეკრებიდან კომენტარები გააკეთა.

ჩვენი გუნდი ამ სანაკრებო პაუზაზე შინ შოტლანდიას უმასპინძლებს და შემდეგ ესპანეთთან ჩავა სათამაშოდ, სწორედ ამ მატჩებზე ისაუბრა კაშიამ.

"ნაკრებში თამაში დიდი პატივია და აქ ყოფნა ნებისმიერ დროს სასიამოვნოა, მას შემდეგ რაც ყველა ჩამოვა შევუდგებით სრული დატვირთვით მომზადებას და შევეცდებით შოტლანდიასთან და ესპანეთთან დამაკმაყოფილებელი შედეგი ვაჩვენოთ, იოლი არ იქნება თუმცა წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია, ვიმედოვნებ ეს შეკრება ჩვენდა სასიხარულოდ ჩაივლს" - ვკითხულობთ Nakrebi.ge-ზე

ჩვენი გუნდი შოტლანდიას 16 ნოემბერს დინამო არენაზე უმასპინძლებს,ხოლო ესპანეთში 19 ნოემბერს ჩავა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 7 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.