ბოლო დროს მანჩესტერი ''იუნაიტედის'' ახალგაზრდა შემტევს კლუბში ურთიერთობა დაეძაბა და შესაბმისად მისი წასვლის შესახებ პრესაში სულ უფროდაუფრო მეტი იწერება.
იტალიური გამოცემა SOS Fanta-ს ინფორმაციით ინგლისელი შემტევი "იუვენტუსის" რადარებზე გამოჩნდა. პრესის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი "იუვეში" იჯარის წესით გადავა.
"იუნაიტედი" ამ გარიგებაზე თანახმაა, სანჩოს მთავარ მწვრთნელ, ერიკ ტენ ჰააგთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და სათამაშო წუთებს პრაქტიკულად ვეღარ ღებულობს.