"რუდი გარსია კვარაცხელიას გამო გაუშვეს" - რას წერს CORRIERE DELLO SPORT » სპორტის ხაზი

"რუდი გარსია კვარაცხელიას გამო გაუშვეს" - რას წერს CORRIERE DELLO SPORT

"რუდი გარსია კვარაცხელიას გამო გაუშვეს" - რას წერს CORRIERE DELLO SPORT
14-11-2023, 19:46
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ რუდი გარსიამ "ნაპოლი" დატოვა.

იტალიურმა პრესამ მიზეზების ძიება დაიწყო და ცნობილი გამოცემის ვერსიით, მიზეზი კვარაცხელიას "ემპოლისთან" სკამზე დატოვება გახლდათ, ხვიჩა მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა და თამაშის შემოტრიალება ვერ მოასწრო.

"კვარაცხელიას სკამზე დატოვების გამო წააგო და ამიტომაც გაუშვეს" - წერს ცნობილი იტალიური გამოცემა "CORRIERE DELLO SPORT"

მართლაც რომ, უამრავი მიზეზი შეიძლება დასახელდეს, თუ რატომ გაუშვეს გარსია "ნაპოლიდან", თუმცა ახალი რეალობა დაიწყო და "პარტენოპეის" ახალ მწვრთნელთან ერთად მოუწევს სეზონის გადარჩენა, გუნდი ამ წაგებით მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი