"შეფასდეს იმით, რაც გააკეთა" - სპალეტიმ რუდი გარსიას მოღვაწეობაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"შეფასდეს იმით, რაც გააკეთა" - სპალეტიმ რუდი გარსიას მოღვაწეობაზე ისაუბრა

"შეფასდეს იმით, რაც გააკეთა" - სპალეტიმ რუდი გარსიას მოღვაწეობაზე ისაუბრა
13-11-2023, 22:57
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ რუდი გარსიაზე ისაუბრა.

" "ნაპოლიზე" სათქმელი აღარაფერია, რადგან ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ და ამ მომენტში კლუბებზე საუბარი უსამართლოდ მიმაჩნია. ასევე უსამართლოა შედარებები და წარსულთან პარალელის გავლება. ყველა ფეხბურთელი და მწვრთნელი უნდა შეფასდეს იმის გამო, რაც მათ გააკეთეს. გარსიამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ წესიერი, გაწონასწორებული ადამიანია. თავიდანვე არასწორი იყო მისი გუნდის ჩემთან შედარება, პირველივე მატჩიდან. ჩემი ისტორია "ნაპოლიში" შთამბეჭდავი წარსულია" - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ლუჩანო სპალეტი "ნაპოლის" 2021-23 წლებში წვრთნიდა და 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი