La Gazzetta dello Sport : "რუდი გარსია თანამდებობიდან გაანთავისუფლეს" » სპორტის ხაზი

La Gazzetta dello Sport : "რუდი გარსია თანამდებობიდან გაანთავისუფლეს"

La Gazzetta dello Sport : "რუდი გარსია თანამდებობიდან გაანთავისუფლეს"
13-11-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, სახლში ემპოლისთან (0:1) წაგების შემდეგ რუდი გარსია ნაპოლის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

„კვირას მარსელისა და ლიონის ყოფილმა მწვრთნელმა შემადგენლობაში გადატრიალება ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დაყენებით სცადა. თუმცა დამატებულ დროში ვიქტორ კოვალენკომ ჯვარს აცვა ნეაპოლელები და ემპოლიმ 1:0 მოიგო. წვიმიან ამინდში მოქმედი ჩემპიონი გაბრაზებული გულშემატკივრის თვალწინ სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა.

ეს ლიგაში ნაპოლის ზედიზედ მესამე წაგება იყო დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე. ეს რუდი გარსიას გათავისუფლების ნიშნავს. ფრანგ მწვრთნელს ამ წარუმატებლობის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად მალე დაადასტურებენ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი