გაბრიელ სიგუა მოედნიდან გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა » სპორტის ხაზი

გაბრიელ სიგუა მოედნიდან გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა

გაბრიელ სიგუა მოედნიდან გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა
12-11-2023, 23:18
Aa Aa
გაზიარება:

შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, გაბრიელ სიგუას "ბაზელი" და "სერვეტი" დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველი მოედნიდან გააძევეს.

მთავარმა მწვრთნელმა სიგუა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ქართველი დებიუტში გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა, მე-18 წუთზე კი მეტოქის მცველს ეუხეშა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა.

კაცნაკლულმა "ბაზელმა" დაწინაურება მოახერხა, თუმცა შემდეგ ოთხი გოლი გაუშვა 1:4 და დამარცხდა.

"ბაზელი" 8 ქულით გასავარდნ ზონაშია და მომდევნო მატჩში, 26 ნოემბერს "სენტ გალენს" უმასპინძლებს. ახალგაზრდა ქართველს დისკვალიფიკაციის გამო ამ შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

სიგუა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბერში ჩასატარებელი თამაშებისთვის გამოიძახა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი