დე ლაურენტისი გარსიას დათხოვნას გეგმავს - განიხილება სამი ვარიანტი » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი გარსიას დათხოვნას გეგმავს - განიხილება სამი ვარიანტი

დე ლაურენტისი გარსიას დათხოვნას გეგმავს - განიხილება სამი ვარიანტი
12-11-2023, 22:42
Aa Aa
გაზიარება:

რუდი გარსიას მიდგომები ჯერჯერობით ნაპოლიში სათანადოდ არ მუშაობს. პარტენოპეი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში დღეს, 12 ნოემბერს მესამედ დამარცხდა. გუნდმა ამჯერად შინ ემპოლის ბარიერი ვერ დაძლია და აქტივში სამი ქულა (0:1) სტუმრებმა ჩაიწერეს.

მატჩის დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ამ წაგებამ ძალიან გააბრაზა და ის რუდი გარსიასთან შეხვედრას პირადად აპირებდა.

ამის შემდეგ კი გავრცელდა ცნობები, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტი მთავარი მწვრთნელის შეცვლაზე უკვე სერიოზულად ფიქრობს. იტალიურ მედიაში სამი კანდიდატის შესახებ იწერება. ესენი არიან: ფაბიო კანავარო, ვალტერ მაცარი და იგორ ტუდორი.

აქვე მოგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ, ნაპოლის აქტივში 21 ქულა ფიქსირდება, რაც ამ მომენტისთვის მეოთხე ადგილის დასაკავებლადაა საკმარისი. მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონი უკვე 25 ნოემბერს სტურმად, ატალანტას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი