სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას ზინედინ ზიდანი? » სპორტის ხაზი

სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას ზინედინ ზიდანი?

სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას ზინედინ ზიდანი?
12-11-2023, 16:08
Aa Aa
გაზიარება:

2021 წლის შემდეგ, მაშინ როცა ალჟირული წარმოშობის, ფრანგმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალი" დატოვა, იგი უმუშევარია.

ფრანგული French Football Weekly-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს.

პირველი ვარიანტი "მანჩესტერ იუნაიტედია", ხოლო მეორე საუდის არაბეთის წარმომადგენელი "ალ იტიჰადი" გახლავთ.

ცნობისთვის, არაბული კლუბის შემადგენლობაში ირიცხებიან ლუიზ ფელიპე, ფაბინიო, კანტე, და ბენზემა, ხოლო ყოფილი მწვრთნელი ნუნო ეშპირიტო სანტო იყო, რომელიც გასულ დღეებში გაათავისუფლეს.

ამათ გარდა, არის ის ვარიანტიც, რომ ლეგენდარული ფრანგი შესაძლოა, "მარსელის" გენერალურ დირექტორადაც დაინიშნოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი