"არ მინდა მწვრთნელის კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ.." - გიორგი დემეტრაძე » სპორტის ხაზი

"არ მინდა მწვრთნელის კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ.." - გიორგი დემეტრაძე

"არ მინდა მწვრთნელის კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ.." - გიორგი დემეტრაძე
12-11-2023, 15:46
Aa Aa
გაზიარება:

გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები გიორგი დემეტრაძე და გიორგი ლომაია გახლდნენ, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს.

საინტერესოა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, გიორგი დემეტრაძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ვილი სანიოლის მუშაობას დადებითად შეაფასებს, მაგრამ ის შანსს გიორგი არაბიძესაც მისცემდა.

"სანიოლის მუშაობა ჩემი აზრით დადებითია. პლეი-ოფში ვართ და ნახევარფინალში დიდი ალბათობით, ლუქსემბურგს ვეთამაშებით.

იმედია, გავალთ და ფინალიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. არ მინდა მწვრთნელის კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ მე მაგალითად გიორგი არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - თქვა დემეტრაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი