ლა ლიგის მე-13 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია მადრიდის რეალს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:1 განადგურდა.
გოლები "სამეფო კლუბის" რიგებიდან როდრიგომ (2), ვინისიუს ჟუნიორმა (2) და დანი კარვახალმა გაიტანეს. პრესტიჟის გოლის გატანა კი "ღამურების" რიგებიდან ჰუგო დურომ მოახერხა.
რთული შეხვედრა გამოდგა ეს თამაში ქართველი მეკარესთვის, რომელმაც შეფასების სახით ყველაზე დაბალი, 5.4 ქულა დაიმსახურა და ტრავმასაც გადაურჩა.
ამ მომენტისთვის ვალენსია 18 ქულით მე-9 ადგილზეა. რაც შეეხება რეალს, პაპა კარლოს ბიჭები 32 ქულით მეორე ადგილზე არიან და ჩემპიონობისთვის იბრძვიან.