დადასტურდა - ხოჭოლავა 2023 წელს ვეღარ ითამაშებს » სპორტის ხაზი

დადასტურდა - ხოჭოლავა 2023 წელს ვეღარ ითამაშებს

დადასტურდა - ხოჭოლავა 2023 წელს ვეღარ ითამაშებს
11-11-2023, 21:29
Aa Aa
გაზიარება:

დაახლოებით ორი კვირის წინ, კოპენჰაგენის ქართველმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ 7-თვიანი პაუზის შემდეგ, ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა პირველად მიიღო.

მაშინ დანიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, კოპენჰაგენმა ვიდოვრეს უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა. ხოჭოლავამ იმ თამაშში გამოსვლა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მინდორზე 61 წუთი გაატარა. ორი აპრილის შემდეგ, ქართველი მცველისთვის ეს პირველი მატჩი გახლდათ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.

ამის შემდეგ კი გაირკვა, რომ დავითმა კვლავ ტრავმა მიიღო და მას უკვე მორიგი ოპერაცია ჩაუტარდა. ამის გამო კი ქართველი ფეხბურთელი 2023 წელს ვეღარ ითამაშებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 30 წლის ხოჭოლავას დანიურ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.