VIDEO: მსაჯი თამაშის განსჯისას მოწყვეტით დაეცა და საკაცით გაიყვანეს » სპორტის ხაზი

VIDEO: მსაჯი თამაშის განსჯისას მოწყვეტით დაეცა და საკაცით გაიყვანეს

VIDEO: მსაჯი თამაშის განსჯისას მოწყვეტით დაეცა და საკაცით გაიყვანეს
11-11-2023, 13:11
Aa Aa
გაზიარება:

სერბი საკალათბურთო არბიტრი ალეკსანდარ გლიშიჩი, რომელმაც მატჩის განსჯისას უმძიმესი ტრავმა მიიღო, მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვეღარ მოახერხებს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 50 წლის მსაჯს მუხლი აქვს ტრავმირებული, ოპერაციას საჭიროებს და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდის გავლაც მოუწევს.

ბალკანეთელს უიღბლობა ესპანეთში გამართული ჩემპიონთა ლიგის თამაშისას შეემთხვა. ესპანელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, მსაჯსაც საკმაოდ სწრაფად მოუწია გაქცევა, როდესაც ძლიერი ტკივილი იგრძნო და ფაქტობრივად, მოწყვეტით დაეცა.

რეფერისთან მალევე მიირბინეს კალათბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა. გლიშიჩს პირველადი დახმარება გუნდების ექიმებმა აღმოუჩინეს, თუმცა, მან ფეხზე წამოდგომა ვერ მოახერხა და საბოლოოდ დარბაზი საკაცით დატოვა.

ცნობისთვის, მატჩი მხოლოდ ორმა არბიტრით გაგრძელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი