რომან ფიფია : "დინამო აღარ არის ისეთი, როგორც ძველად? სამაგიეროდ, ჩვენ ახალ თაობას ვზრდით" » სპორტის ხაზი

რომან ფიფია : "დინამო აღარ არის ისეთი, როგორც ძველად? სამაგიეროდ, ჩვენ ახალ თაობას ვზრდით"

რომან ფიფია : "დინამო აღარ არის ისეთი, როგორც ძველად? სამაგიეროდ, ჩვენ ახალ თაობას ვზრდით"
10-11-2023, 21:12
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისის ვებგვერდმა გაავრცელა კლუბის 98 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის, რომან ფიფიას გამოსვლა, სადაც მან ვეტერან დინამოელებს მიმართა.

"ქედს ვიხრი ჩვენი ვეტერანების წინაშე, რადგან დინამო თბილისი შექმნა ამ ხალხმა. 13 წელია, ამ გუნდის პრეზიდენტი ვარ და ჩვენ ქართველ ხალხს ის სიხარული ვერ მივანიჭეთ, რაც თქვენ მოახერხეთ. სამწუხაროდ, ჯერ ეს არ გამოგვივიდა.

მაგრამ, რაც კარგად გამოვიდა ჩემი პრეზიდენტობისას, „დინამო“ საქართველოს ნაკრების სამჭედლო გახდა. ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქვეყანას ასახელებენ და ნაკრების თითქმის 90 პროცენტს შეადგენენ, „დინამოს“ აღზრდილები არიან. ვფიქრობ, ქართულ ფეხბურთში ესეც ძალიან დიდი წვლილია. ჩვენ შევძელით და პირადად მე ძალიან მიხარია.

ფაქტობრივად, დროს არავინ გვაძლევს და 18 წლის ასაკში საუკეთესოები უცხოეთში მიჰყავთ. ბიჭებსაც საზღვარგარეთ გასვლა უნდათ, მათ ხელს ვერ და არც შევუშლით. ვინც ჩვენს ხელში გაიზარდა და წავიდა, ყველა ის ფეხბურთელი ერთ გუნდში რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ ჩვენც გავიმეორებდით იმას, რაც თქვენ შეძელით.

ამიტომ, მომიტევეთ, რაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ ბრწყინვალე ახალგაზრდობას ვზრდით."
– თქვა რომან ფიფიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი