საქართველოს პირველი ჩოგანი ITF ტურნირის ნახევარფინალშია » სპორტის ხაზი

საქართველოს პირველი ჩოგანი ITF ტურნირის ნახევარფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ITF ტურნირის ნახევარფინალშია
10-11-2023, 19:07
Aa Aa
გაზიარება:

წინა კვირას ნიკოლოზ ბასილაშვილის რეიტინგში 103 პოზიციით დაქვეითებამ საბა ფურცელაძე საქართველოს პირველი ჩოგანი გახადა.

23 წლის ქართველმა სპორტსმენმა ამ კვირაში ეგვიპტეში გამართულ 25 ქულიან ტურნირში იღებს მონაწილეობას სადაც სამი რაუნდი გაიარა და ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში რეიტინგის 372 ნომერს მოუგო და ნახევარფინალში უკრაინელ მეტოქეს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგის მიხედვით მასზე გაცილებით ქვემდგომია.

ტურნირის საპირზო ფონდი 25 ათასი დოლარია ხოლო გამარჯვების შემთხვევაში საბა სარეიტინგო ქულებსაც მოაგროვებს.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალი ხვალ, თბილისის დროით 12 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი