12 ქულა "რეალის" წინააღმდეგ - თორნიკე პარკეტზე გამორჩეული იყო » სპორტის ხაზი

12 ქულა "რეალის" წინააღმდეგ - თორნიკე პარკეტზე გამორჩეული იყო

12 ქულა "რეალის" წინააღმდეგ - თორნიკე პარკეტზე გამორჩეული იყო
10-11-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში ბოლონიის ვირტუსის მოგებათა სერია მადრიდში შეწყდა. იტალიური კლუბი რეალთან 74:100 დამარცხდა.

შეხვედრის ბედი, როგორც შემდეგ გაირკვა, მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მადრიდელებმა 27:10 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

რეალი კი ასეთ უპირატესობას ხელიდან არასოდეს უშვებს. მასპინძელთა წარმატება დიდწილად ფაგუნდო კამპაცოს დამსახურებაა, რომელმაც 18 ქულას და 11 პასს მოუყარა თავი.

თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: [b]12 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი. მის ანგარიშზე 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმოა. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 14.[/b]


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი