l’Est Républicain : "მეცის პრეზიდენტმა მიქაუტაძის დაბრუნებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო" » სპორტის ხაზი

l’Est Républicain : "მეცის პრეზიდენტმა მიქაუტაძის დაბრუნებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო"

l’Est Républicain : "მეცის პრეზიდენტმა მიქაუტაძის დაბრუნებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო"
10-11-2023, 11:53
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეციდან ამსტერდამის აიაქსში გადაბარგდა, შესაძლოა იანვარში ისევ საფრანგეთში დაბრუნდეს, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელს, ბერნარ სერინის ამის დიდი სურვილი აქვს.

"მეცის პრეზიდენტს, ბერნარდ სერინის კი მისი ფავორიტი მოთამაშის შესაძლო დაბრუნება სურს და გადაწყვეტილებაც მიიღო." – ამტკიცებს გამოცემა l’Est Républicain-ი და მეცის პრეზიდენტის კომენტარსაც აქვეყნებს.

„თუ აიაქსი სეზონის მეორე ნაწილში მიქაუტაძის იჯარით გაშვებას აპირებს, მან იცის გუნდი, სადაც მის დაბრუნებას მიესალმებიან. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ის აქ მოვა, მაგრამ სურვილი გვაქვს."

ლიგა 1-ში სეზონი მეცმა ცუდად დაიწყო და პირველი 12 ტურის შემდეგ 10 ქულით პლეი ოფის ზონაში აღმოჩნდა. სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გიორგი მიქაუტაძის წასვლის შემდეგ გუნდის შეტევა რთულ მდგომარეობაშია, მეცმა მხოლოდ ცხრა გოლი გაიტანა.

ამიტომ, კლუბის პრეზიდენტი ბერნარ სერინი მზადაა, იანვარში მიქაუტაძე დაიბრუნოს. ქართველი თავდამსხმელი, რომელიც აიაქსს 19 მილიონ ევროდ შეუერთდა, ნიდერლანდების გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.