"კვარაცხელია ზეწოლის ქვეშ გვამყოფებს" - ბონუჩი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ზეწოლის ქვეშ გვამყოფებს" - ბონუჩი

"კვარაცხელია ზეწოლის ქვეშ გვამყოფებს" - ბონუჩი
9-11-2023, 23:45
Aa Aa
გაზიარება:

გასულ საღამოს, ჩემპიონთ ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ერთ-ერთ მატჩში, "ნაპოლი" ბერლინის "უნიონს" დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, გერმანელთა დამცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ მატჩზე ისაუბრა:

"ეს ქულა მომდევნო მატჩებში ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება. მე დღემდე ვუყურებ "იუვენტუსის“ მატჩებს და მათ ვგულშემატკივრობ. "ნაპოლიმ" ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლი შემთხვევით გავიდა. კარგი რეაგირება მოვახდინეთ და დაცვამ კომპაქტურად ითამაშა. "ნაპოლის" ოსიმენი ძალიან აკლდა. ის დიდი ძალაა.
კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა. ის ყოველთვის ზეწოლის ქვეშ გამყოფებს, როცა შენს წინააღმდეგ მოდის. "ნაპოლის" წარმოუდგენლად მაღალი ხარისხი და რესურსი აქვს."
- განაცხადა ვეტერანმა იტალიელმა მცველმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი