ის არსად წასულა - შესაძლოა ზლატანი "მილანში" დაბრუნდეს » სპორტის ხაზი

ის არსად წასულა - შესაძლოა ზლატანი "მილანში" დაბრუნდეს

ის არსად წასულა - შესაძლოა ზლატანი "მილანში" დაბრუნდეს
8-11-2023, 15:36
Aa Aa
გაზიარება:

გასულ ზაფხულს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მაგრამ შვედს ფეხბურთში ისევ დიდი გეგმები აქვს და ამჯერად "მილანის" მენეჯმენტში აპირებს მუშაობას.

ჯორჯო ფურლანის თქმით, ზლატანს მილანში მუშაობის პერსპექტივა აქვს და ამაზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც წერს.

"არსებობს შანსი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩვენთან მენეჯერად დაბრუნდეს. ჩვენ ამით ვიამაყებდით. ზლატანთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა შემდეგი ნაბიჯები განვიხილოთ." - ციტირებს ფურლანას სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

ზლატანი მილანში 2010-2012 წლებში თამაშობდა, მოგვაინებით იგი 2020-2023 წლებშიც ირიცხებოდა ამ კლუბში და როგორც ჩანს, ის "მილანზე" შეყვარებულია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.