დაძაბული ვითარება ნეაპოლში - ბერლინელმა ფანებმა ქალაქში არეულობა მოაწყეს » სპორტის ხაზი

დაძაბული ვითარება ნეაპოლში - ბერლინელმა ფანებმა ქალაქში არეულობა მოაწყეს

დაძაბული ვითარება ნეაპოლში - ბერლინელმა ფანებმა ქალაქში არეულობა მოაწყეს
8-11-2023, 15:08
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ჩემპიონთა ლიგური საღამოა, "ნაპოლი" შინ "უნიონ ბერლინს მიიღებს"

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ქალაქში ბერლინელი ქომაგები ჩავიდნენ და ვანდალიზმი ბოლო დონემდე აიყვანეს.

თამაშისთვის ნეაპოლში 3 ათასი გერმანელი ულტრასი ჩავიდა და სხვადასხვა ქუჩაზე არეულობა მოაწყეს, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და ფანები პოლიციის თანხლებით მოძრაობდნენ, თუმცა მოულოდნელად სიტუაცია აირია და მსვლელობამ პარტიზანული სახე მიიღო.

ერთ დროულად ქალაქის სხვადასხვა წერტილში ფანები პოლიციას დაუპირისპირდნენ და არეულობა მოაწყვეს.

პოლიციამ რამდენიმე გერმანელი დააკავა და ვითარება ამ დროისთვის სტაბილურია, შეტაკების დროს ქუჩაში "ნაპოლის" ულტრასებიც გამოვიდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, ამ ორ დაჯგუფებას შორის შეტაკება არ მომხდარა და ამ დროისთვის ქალაქში სიწყნარეა.

მატჩი დღეს, 21:45 საათზე დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.