"ქუჩაში მაჩერებდნენ ფოტოების გადასაღებად" - ქოჩორაშვილის ვრცელი ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"ქუჩაში მაჩერებდნენ ფოტოების გადასაღებად" - ქოჩორაშვილის ვრცელი ინტერვიუ

"ქუჩაში მაჩერებდნენ ფოტოების გადასაღებად" - ქოჩორაშვილის ვრცელი ინტერვიუ
7-11-2023, 21:58
Aa Aa
გაზიარება:

ესპანურმა რადიო Cope-მ ლევანტეს და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

"როდესაც სარეზერვო გუნდში ვიყავი, პანდემიის დროს ლა ლიგაში მიწევდა თამაში, მაგრამ გულშემატკივრები არ იყვნენ და მათი მხარდაჭერა სტადიონზე არ მიგრძნია. თუმცა, ვიცოდი, როგორი გულშემატკივრების წინაშე მომიწევდა თამაში. მიუხედავად ამისა, არ ველოდი, რაც შემდეგ მოხდა. ეს გარდამტეხი მომენტი იყო, თავს ფეხბურთელად ვგრძნობდი და ხალხს მოსწონდა მოედანზე ჩემი გაკეთებული საქმე. 2019 წელს, როცა ლევანტეში გადავედი, წარმოვიდგენდი გოლს როგორ ვზეიმობდი ფანებთან ერთად, ახლა კი ეს მოხდა და ძალიან ბედნიერი ვარ. მეორე გუნდში ზოგჯერ ყველაფერი კარგად არ მიდიოდა, ტრავმები მქონდა, მაგრამ კასტელონში თამაშით თავდაჯერება დავიბრუნე და ახლა ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ".

"მომწონს ბურთის ფლობა, ბურთის გარეშეც შემიძლია გუნდს დავეხმარო, მაგრამ ბავშვობიდან ჩემი სტილი ბურთზეა დაფუძნებული. საქართველოში 6 ნომერზე თამაში დავიწყე, მაგრამ ეტაპობრივად სხვა პოზიციებზე თამაშიც ვისწავლე. მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც შეტევასაც ეხმარება და დაცვასაც, რომელსაც შეეძლება გუნდში წვლილი შეიტანოს იმ პოზიციიდან, სადაც გუნდს დასჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს დაცვაში იქნება თუ შეტევაში. ამიტომ, ვცდილობ, ყოველდღე მოვუმატო. თუ არჩევანი უნდა გავაკეთო, ყველაზე კარგად თავს 8 ნომერზე ვგრძნობ, რადგან ასე შემიძლია მოედნის ყველა ნაწილში იყო".

"ყველა მოთამაშე იტყვის, რომ იმსახურებს თამაშს და მოედანზე ყველა წუთის გატარება უნდა. მომწონს, როცა ჩემს პოზიციაზე 2-3 მაღალი დონის მოთამაშეა, რადგან კონკურენცია მეხმარება. შეიძლება 3-4 თამაში არ ჩაატარო, მაგრამ ამ დროს ვარჯიშებზე ბევრად მეტად იხარჯები. მუდმივად ამაღლებ შენს დონეს და იზრდები, როგორც მოთამაშე, ეჯიბრები კონკურენტებს. კარგი გაგებით, მე არასდროს არავის მეშინოდა, ვიცი, რომ შეიძლება დღეს არა, მაგრამ ეს შრომა შედეგს ხვალ გამოიღებს და ყველაფერი კარგად იქნება. მე ვაგრძელებ მუშაობას და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წუთი მაქვს სათამაშოდ, რადგან ყოველდღე ვარჯიშებით ბევრს ვსწავლობ. ვეცდები, მოედანზე ყველაფერი გავიღო და ყოველთვის მზად ვიქნები, გუნდის დასახმარებლად".

"არის რაღაცები, რაც უნდა დაივიწყო, მაგრამ ამისგან უნდა ისწავლო. ვიცით, რა შეცდომები დავუშვით და რა არ უნდა გავიმეოროთ. მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, რათა ლეგანესთან მატჩისთვის მოვემზადოთ და ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინოთ. ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ლეგანესში ჩვენი თამაშის საჩვენებლად წასვლას ვაპირებთ".

"თამაშების წინ საჯარიმო დარტყმებზე ვვარჯიშობთ მე, პაბლო, კანტეროც. ისინი ძალიან კარგად ასრულებენ ჯარიმებს. ამ 2-3 წლის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი, ყოველდღე ვვარჯიშობდი და თავდაჯერება შევიძინე. როდესაც ჯარიმა დაინიშნა, პაბლოს ვუთხარი, რომ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი და შემეძლო დამერტყა. ჩვენ ყველას შეგვიძლია ჯარიმის დარტყმა, მაგრამ იმ მომენტში ვინც ყველაზე თავდაჯერებულია, ის ასრულებს. ეს ფუფუნებაა, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ".

"როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ვცდილობთ მე და მამარდაშვილი ერთად ვიყოთ. ხშირად არ ემთხვევა ჩვენი თავისუფალი დრო, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ერთ კვირას-10 დღეს ერთად ვატარებთ. დიახ, ესპანეთში გველოდება თამაში, კონცენტრირებული ვართ უახლოეს მატჩებზე და ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ".

"არა, მე არა, საქართველოში ყველას კუმირი კვარაცხელიაა. ის დიდი ტალანტია, მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც ამ სითბოს იმსახურებს. მე უბრალოდ, ვარ და ვიქნები თავმდაბალი მოთამაშე. კასტალიაში ფანებისგან უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ, ვიდრე საქართველოში. ჩემთან მეგობრები ჩამოვიდნენ, რომლებიც "სიუტატსა" და კასტალიაში წავიყვანე. ქუჩაში მაჩერებდნენ ფოტოების გადასაღებად და დიდი სითბო გამოავლინეს". - აცხადებს ქართველი ნახევარმცველი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.