ოფიციალურად: კამავინგამ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: კამავინგამ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: კამავინგამ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
7-11-2023, 21:27
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალმა და ედუარდო კამავინგამ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და დოკუმენტი ოფიციალურად გააფორმეს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ახალგაზრდა ფრანგი ნახევაქრმცველი "სამეფო კლუბის" რიგებში 2029 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. ხოლო, მისი გამოსასყიდი თანხა ერთი მილიარდი ევრო გახდა.

შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს, რეალმა კონტრაქტი ვინისიუს ჟუნიორს გაუხანგრძლივა. რამდენიმე დღის წინ კი ახალი ხელშეკრულება როდრიგო გოესს გაუფორმა.

რაც შეეხება კამავინგას, ის "ბლანკოსის" რიგებში 2021 წელს, რენიდან 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ამ პერიოდში 20 წლის ფეხბურთელმა რეალის მაისურით სულ 114 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქტივში ორი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.