"ამის გამო დღესაც ვწუხვარ" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"ამის გამო დღესაც ვწუხვარ" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ამის გამო დღესაც ვწუხვარ" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე
7-11-2023, 21:23
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, იტალო კუჩიმ რადიო Goal-ზე სიტყვით გამოსვლისას ხვიჩა კვარაცხელიაზე ემოციურად ისაუბრა და განაცხადა.

"ხვიჩა კვარაცხელია ისევ მატირებს. ვიცი, რომ ფეხბურთელით დაინტერესებულ კლუბებს შორის ჩემი ბოლონიაც იყო. რა სირცხვილია, რომ მის შეძენაზე უარი თქვეს.

ნაპოლის გაუმართლა, რომ არ დონის ფეხბურთელი დაიმატა, თავიდან ამას არავინ ელოდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სხვა კლუბებმა კვარაცხელიაში ვერ ნახეს ის, რამაც ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გახადა მოედანზე
"
- დასძინა სიტყვის მსვლელობისას იტალო კუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ აძურამ მარცხენა შემტევი 10 მილიონად დაიმატა, დღეს კი ქართველის ღირებულება Transfermarkt-ის ცნობით, 85 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი