მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ვინისიუსი ლა ლიგის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა ესპანეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, მან 10-ჯერ მიიღო ყვითელი ბარათი.
რეალმა ესპანეთის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობა ბარსელონას დაუთმო.