VIDEO: ასპასი ასე განერვიულებული არ გინახავთ - ვიდეო ვირუსულად ვრცელდება » სპორტის ხაზი

VIDEO: ასპასი ასე განერვიულებული არ გინახავთ - ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

VIDEO: ასპასი ასე განერვიულებული არ გინახავთ - ვიდეო ვირუსულად ვრცელდება
6-11-2023, 21:49
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა "სელტასა" და "სევილიას" დაპირისპირება. აღნიშნული დაპირისპირება 1:1 დასრულდა, თუმცა, მეორე ტაიმის მიწურულს, საინტერესო რამ მოხდა. "სელტას" ლიდერმა და გუნდის ლეგენდამ მოედანზე დამონტაჟებული VAR-ის ეკრანი გადააყირავა.

ესპანელმა 97-ე წუთზე საჯარიმოში მოწინააღმდეგე წააქცია. შეხვედრის მთავარმა არბირტმა აღნიშნულ მომენტს გადახედა, თუმცა, VAR-მა თერთმეტმეტრიანი გააუქმა. ასპასმა სწორედ ამის გამო გადააყირავა ვიდეო ასისტენტის მონიტორი.

"გადაწყვეტილებებს მუდამ ჩვენს წინააღმდეგ იღებენ. მთელმა ესპანეთმა ნახა ეს მომენტი. მსაჯს შეეძლო ჩვენთვის პენალტი მოეცა, თუმცა, VAR-ის დახმარებით გადაწყვეტილება შეცვალა. 12 ტური გავიარეთ და აქედან 7 მატჩში ყველა გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ იყო. ლა ლიგას სურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი გახდეს. ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ." - განაცხადა ასპასმა DAZN Sports-თან საუბრისას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი