"ტანჯვა ყოველ დღე იზრდება" - ლუის დიასმა მამის გამტაცებლებს მიმართა. » სპორტის ხაზი

"ტანჯვა ყოველ დღე იზრდება" - ლუის დიასმა მამის გამტაცებლებს მიმართა.

"ტანჯვა ყოველ დღე იზრდება" - ლუის დიასმა მამის გამტაცებლებს მიმართა.
6-11-2023, 16:35
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულის კოლუმბიელი ფეხბურთელის ლუის დიასის მშობლები გასულ თვეს საკუთარი საცხოვრებელი ქალაქიდან გაიტაცეს.

საქმეს კოლუმბიის პოლიციის დირექტორი პირადად ხელმძღვანელობს თუმცა, ამ დრომდე, მხოლოდ დედის პოვნა მოახერხეს.

ლუის დიასმა გასულ ტურში "ლუტონთან" გოლიც გაიტანა და მაისურზე წარწერაც გამოაჩინა - "თაბისუფლება მამას" - ეს მესიჯი გაავრცელა მოედნიდან დიასმა

მოგვაინებით მან ჟურნალისტებთანაც ისაუბრა ოჯახურ მდგომარეობაზე.

"მე დედა და ჩემი ძმები აღშფოთებულები ვართ, ტანჯვა გრძელდება და მძიმდება, დავასრულოთ ეს სიბოროტე, გთხოვთ, დააბრუნეთ მამაჩემი" - განაცხადა დიასმა.

შეგახსენებთ, რომ ლივერპული წელს პრემიერ ლიგაში კარგად გამოიყურება და დიასიც, თავის მხრივ, ამ მძიმე პერიოდის მიუხედავად კლუბს ეხმარება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი