"სიტუაციას ვაკვირდებით" - "მეცსის" პრეზიდენტი მიქაუტაძის დაბრუნებას განიხილავს » სპორტის ხაზი

"სიტუაციას ვაკვირდებით" - "მეცსის" პრეზიდენტი მიქაუტაძის დაბრუნებას განიხილავს

"სიტუაციას ვაკვირდებით" - "მეცსის" პრეზიდენტი მიქაუტაძის დაბრუნებას განიხილავს
6-11-2023, 16:01
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძე "აიაქსის" ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გამოდგა ამ ზარხულს, თუმცა კლუბში არსებული ქაოტური მდგომარეობის ფონზე გიორგის შანსი პრაქტიკულად არ მისცემია.

მისი ყოფილი კლუბის პრეზიდენტი მიქაუტაძის დაბრუნებას განიხილავს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს რთული პროცესი იქნება.

"ყველანი ვხედავთ, რომ მიქაუტაძე აიაქსში თავს კარგად არ გრძნობს. ამდენად, ნამდვილად გვაინტერებს ამსტერდამელებს მასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვთ. თუკი აიაქსი მის იჯარის წესით გაშვებაზე თანახმაა, ეს მისასალმებელი ფაქტი იქნება. უბრალოდ, რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია".

მიქაუტაძე და "მეცსი" შარშან საფრანგეთის ლიგა ორიდან დაწინაურდნენ, სადაც მიქაუტაძე საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბში დიდ პატივს სცემენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.