ზურაბ ცინცაძის ახალი კლუბი ცნობილია – საქართველოს ნაკრების მეკარე პოლონეთში ითამაშებს » სპორტის ხაზი

ზურაბ ცინცაძის ახალი კლუბი ცნობილია – საქართველოს ნაკრების მეკარე პოლონეთში ითამაშებს

ზურაბ ცინცაძის ახალი კლუბი ცნობილია – საქართველოს ნაკრების მეკარე პოლონეთში ითამაშებს
2-06-2025, 15:58
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე, ზურაბ ცინცაძე კარიერას პოლონეთის სუპერლიგის კლუბ ლეგიონოვოში ითამშებს.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 29 წლის გამოცდილი ქართველი მეკარე, ზურაბ ცინცაძე ჩვენი გუნდის წევრი გახდა. მან კლუბთნ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გუნდში, ზურაბ“, – დაწერა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე „ლეგიონოვის“ პრესსამსახურმა.

ცინცაძემ გასული სეზონი პოლონეთის სუპერლიგაში, „აზოტში“, გაატარა, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრთან, გიორგი დიხამინჯიასთან ერთად, გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. გასულ სეზონში ცინცაძის ანგარიშზე 7 გოლი და 38 საგოლე გადაცემაა, დიხამინჯიამ კი 147 გოლი გაიტანა, 22 საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„აზოტმა“ ფინანსური პრობლემების გამო პოლონეთის სუპერლიგაში თამაში ვეღარ გააგრძელა.

რაც შეეხება „ლეგიონოვოს“, გუნდმა პოლონეთის ჩემპიონატში გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად განაგრძო ბრძოლა, რაც საბოლოოდ წარმატებით მოახერხა და მომავალ სეზონში კვლავ პოლონეთის სუპერლიგაში ითამშებს.

ზურაბ ცინცაძემ ხელბურთის თამაში საქართველოს ჩემპიონატის კლუბ „პეგასში“ დაიწყო. თამაშობდა ჩრდილოეთ მაკედონიის „პრილეპსა“ და „ოჰრიდში“, ბოლოს კი პოლონური სუპერლიგის „აზოტის“ ღირსებას იცავდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი