საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონურ კლუბ "ოსტროვიაში" გააგრძელებს – 24 წლის გამთამაშებელი ახალ კლუბს 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება.
გავაშელიშვილი ბოლო ორი სეზონი სერბულ "მეტალოპლასტიკაში" თამაშობდა, სადაც 55 მატჩში 73 გოლი გაიტანა.
გავაშელიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
"მირიან გავაშელიშვილი უნივერსალური ტიპის გამთამაშებელია, რომელსაც მოედნის ჩინებული ხედვა აქვს. გვჯერა, რომ ქართველი ხელბურთელი ჩვენს გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს" – ასე გამოეხმაურა პოლონური კლუბი გავაშელიშვილის ტრანსფერს.
geohandball