სერბეთსა და რუმინეთში მოთამაშე მირიან გავაშელიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩებში გამართეს.
სერბეთის ჩემპიონატში "მეტალოპლასტიკამ" პლეი ოფის მეოთხედფინალის პირველი მატჩში "რადნიჩკისთან" სტუმრად გამართა და ფრედ, 25:25 ითამაშა.
"მეტალოპლასტიკის" შემადგენლობაში მირიან გავაშელიშვილმა 4 გოლი გაიტანა და თანაგუნდელთაგან მხოლოდ მილოვაოვიჩსა (6) და დაკიჩს (5) ჩამორჩა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 2 მაისს "მეტალოპლასტიკას" მოედანზე შედგება და ორი თამაშის ჯამაში გამარჯვებული ნახევარფინალში "ვოივოდინას" დაუპირისპირდება.
რუმინეთის ჩემპიონატში "ტურდამ" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "მინაურ ბაია მარესთან" – 27:25. ამ მოგებაში თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ირაკლი კბილაშვილმაც შეიტანა – მან 2 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი ლეგიონერის მეორე გოლი, რომელიც მან 55-ე წუთზე, 23:23-ზე გაიტანა და "ტურდა" დააწინაურა, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა თამაშის მოგება შეძლო.
"ტურდა" სატურნირო ცხრილში 55 ქულით მეორე ადგილზეა, პირველადგილოსან ბუქარესტის "დინამოს" 9 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
geohandball