"მოგიწოდებთ, რომ შევავსოთ სპორტის სასახლე" - ნონა გაფრინდაშვილი ხელბურთელებზე განცხადებას აკეთებს » სპორტის ხაზი

"მოგიწოდებთ, რომ შევავსოთ სპორტის სასახლე" - ნონა გაფრინდაშვილი ხელბურთელებზე განცხადებას აკეთებს

"მოგიწოდებთ, რომ შევავსოთ სპორტის სასახლე" - ნონა გაფრინდაშვილი ხელბურთელებზე განცხადებას აკეთებს
27-04-2025, 15:16
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ 8 მაისს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს მხარი აქტიურად დაუჭიროს.

საქმე ისაა, რომ 8 რიცხვში საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადამწყვეტ შეხვედრას ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ტურნირზე კვალიფიცირდება.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 8 მაისს თამაშობს ევროპის შესარჩევ თამაშს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან მოგების შემთხვევაში ნაკრები გადის ევროპის პირველობაზე.

ეს მოხდება მეორედ, ამიტომ მოგიწოდებთ, შევავსოთ სპორტის სასახლე და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებს. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიზეიმებთ მათ გამარჯვებას.

- აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი