ტყვიის სროლა | საქართველოს 20-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია » სპორტის ხაზი

ტყვიის სროლა | საქართველოს 20-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ტყვიის სროლა | საქართველოს 20-წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
4-03-2025, 21:08
Aa Aa
გაზიარება:

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დღესვე გაიმართება შეჯიბრება გოგონათა შორის, სადაც ფინალში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ოსიეკში ეს საქართველოს ნაკრების მესამე მედალია – 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა (მარიამ აბრამიშვილი, მარიამ მარშავა, მარიამ ფროდიაშვილი) გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატი ევროპის ახალგაზრდული რეკორდით, 1711 ქულით მოიგო. ინდივიდუალურ შეჯიბრში კი მარიამ აბრამიშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი